არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს, შესვენების შემდეგ, განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარალმენტში, გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას, სახელმწიფოს მხრიდან იქნება სათანადო რეაქციები.

„რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ იმ საკითხს, რომელიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ და შესაბამისად, მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერავინ ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, იქნება სათანადო რეაქციები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად იყოთ და მშვიდად განაგრძოთ ჟურნლისტური საქმიანობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა