არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სრული შესაძლებლობა გქონდეთ, საპარლამენტო პროცესები გააშუქოთ და თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღეს, ხვალ, მომავალში, გქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ გააშუქოთ საპარლამენტო პროცესები და თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, რითაც პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როცა შესვენების გამოცხადების შემდეგ, მანდატურები ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზში გაჩერების საშუალებას არ აძლევდნენ.

თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მათთვის მიცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ საკითხს, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენი თანამშრომლები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ყველაფერს გააკეთებს, რომ დღეს, ხვალ, მომავალში, თქვენ გქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ გაშუქოთ საპარლამენტო პროცესები. მაქსიმალურად თქვენი უსაფრთხოება დღესაც იქნება დაცული, მე გთხოვთ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, რაც იქნება შესაბამისი სამსახურების მიერ მოცემული თქვენთვის. ვინაიდან არ ვართ სტანდარტულ სიტუაციაში, როგორც კი აღდგება სხდომა და განახლდება საქმიანობა, შესვენების შემდეგ, თქვენ გექნებათ სრული შესაძლებობა გააშუქოთ პარალამენტის სხდომა, მათ შორის, კენჭისყრის პროცესი“, - გაანცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო