არჩილ თალაკვაძე - იურიდიული კომიტეტის სხდომა რთული იყო, სხვადასხვა მხარეს მისი ჩაშლის მცდელობა ჰქონდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს, იყო რთული და სხვადასხვა მხარეს მისი ჩაშლის მცდელობა ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, კომიტეტის სხდომა იყო რთული, სხვადასხვა მხარეს ჰქონდა მისი ჩაშლის მცდელობა და ამას შემდეგ მოჰყვა ის დაპირისპირება, რომელიც ვნახეთ. თუმცა კარგია, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ შეძლო სხდომის გაგრძელება, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებდა და სხდომა დაასრულა ისე, როგორც პარლამენტში დადგენილი წესები გულისხმობს“, - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, კომიტეტმა დღეს ჩაატარა სხდომა და მიიღო გადაწყვეტილება ისე, როგორც კომიტეტის წევრები ფიქრობდნენ.

„როგორც ნახეთ რეალურად კომიტეტმა მხარი დაუჭირა 12 ახალ კანდიდატურას უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად და 2 კანდიდატურას, რომლებიც არიან მოქმედი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ესაა პრაქტიკულად, ვაკანსიების ნახევარი, შესაბამისად, სავარაუდოდ, შემდეგ პარლამენტს დარჩება მეორე ნახევარი ვაკანსიების უზენაეს სასამართლოში“, -აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო