ვლადიმერ ჟირინოვსკი არჩევნებში მხარს ბორის ჯონსონს უჭერს და აცხადებს, რომ ის „სწრაფად გაიყვანს ქვეყანას ევროკავშირიდან“

რუსი ნაციონალისტი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მიმდინარე არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე და მთლიანად ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გამარჯვებას გისურვებთ. ხალხის მხარდაჭერით, თქვენ სწრაფად გაიყვანთ ბრიტანეთს ევროკავშირიდან“, - დაწერა ჟირინოვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონი, ვლადიმერ ჟირინოვსკის სიმპათიებით ყოველთვის არ სარგებლობდა. გასულ წელს, ე.წ. სკრიპალების საქმეზე, რუსეთის კრიტიკის გამო, რუსმა პოლიტიკოსმა მას „სულელი ბორია“ უწოდა.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ბრექსითის“ განხორციელება დათქმულ ვადაში, 31 ოქტომბრამდე ვერ მოახერხა.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ჟირინოვსკი არჩევნებში მხარს ბორის ონსონს უჭერს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა