გიგი უგულავას ადვოკატი - სასამართლოს იქამდე მიმართეს, ვიდრე ჩვენ მტკიცებულებები გადმოგვცეს და დრო არ გვაქვს, ამ მტკიცებულებებს გავეცნოთ

მიმართეს სასამართლოს იქამდე, ვიდრე დაცვის მხარეს გადასცეს მტკიცებულებები და ჩვენ არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ გადმოცემულ მტკიცებულებებს გავეცნოთ, - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა შსს-ს შენობაში შესვლამდე განაცხადა, სადაც მისთვის უგულავას საქმის მასალები უნდა გადაეცათ.

მისივე განმარტებით, სამართალდამცავ უწყებას ვალდებულება აქვს, როდესაც ბრალს წარუდგენენ ბრალდებულს, დაუყონებლივ მოხდეს იმ მტკიცებულებების გადაცემა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდების წარდგენა.

საქალაქო სასამართლო გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდეტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. უგულავასა და საპირისპირო მხრიდან ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა