თინა ბოკუჩავა - დიახ, პარლამენტი ნამდვილად ყარს, ამიტომ  სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს

დიახ, პარლამენტი ნამდვილად ყარს, ამიტომ სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნივთიერება, რომელიც პარლამენტში დაასხეს, მომწამვლელი არ არის.

„როცა ჟურნალისტებს ცემენ, დეპუტატებზე ძალადობენ, ადამიანებს იჭერენ გარეთ და ამის ფონზე ზოგიერთი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ხოლო ზოგი მონა მოსამართლის უზენაეს სასამართლოში განწესებას ცდილობენ, დიახ, ის პარლამენტი ნამდვილად ყარს, მას უკვე აღარ აქვს ხალხისგან ლეგიტიმაცია და ამიტომ სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს.

ეს ნივთიერება მომწამვლელი არ არის. მე არ ვფლობ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გავრცელდა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ამ ნივთიერების ფოტო, სადაც დეტალურად წერია, რომ ეს ნივთიერება არ არის მომწამვლელი, არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო. ის სიმბოლური დატვირთვა, რომელსაც ეს ნივთიერება და ეს აქტი ატარებს, ჩემი აზრით, ნამდვილად შესაფერისია იმ მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მომხდარზე გამოძიების დაწყებას, ბოკუჩავა ამბობს, რომ გამოსაძიებელია ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები და არა ის სიმბოლური პროტესტის აქტი, რომელზეც პასუხისმგებლობას „სირცხვილია" იღებს.

„გამოძიება ურჩევნიათ დაიწყონ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ძალადობდა ახალგაზრდებზე 20 ივნისს, დაიწყონ თვალთხარია გახარიას წინააღმდეგ, რომელიც მთავარი დამნაშავეა. გამოძიება დაასრულონ მაჩალიკაშვილის საქმეზე, დაიწყონ იმ ძალადობაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ ჟურნალისტების წინააღმდეგ და ბოდიშის მოხდაც კი არ უნდათ. ასე რომ, გამოსაძიებელი ქვეყანაში ძალიან ბევრია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა