აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

აკაკი ზოიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

„მინდა მას როგორც ჩვენს კოლეგასა და მეგობარს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ის იყო არაერთი რეფორმატორული პაკეტის ინიციატორი და ის იყო ჩართული როგორც კომიტეტის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხილვაში. მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა