საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა 19:00 საათამდე გადაიდო

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებული გიგი უგულავას საქმის განხილვა 19:00 საათამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე დაცვის მხარის გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადამდე ადვოკატი არ გამოცხადდება, ამ შემთხვევაში, გიგი უგულავას იურიდიული დახმარების ბიუროდან ადვოკატი დაენიშნება.

"გამოცხადდეს შესვენება. აღნიშნულის შესახებ ეცნობოს დაცვის მხარეს. თუკი, ადვოკატი 19:00 საათამდე არ გამოცხადდება, სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს", - განაცხადა შარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა