ნიკა მელია - თუ ბატონ კობახიძეს და სხვებს საპარლამენტო დარბაზში ვერ ვიხილავ, ამით ჩემს მიერ წარმოებულ ბრძოლას არაფერი დააკლდება

თუ ბატონ კობახიძეს და სხვებს საპარლამენტო დარბაზში ფიზიკურად ვერ ვიხილავ, ვფიქრობ, ამით არც პირადად მე და არც ჩემს მიერ წარმოებულ ბრძოლას არაფერი დააკლდება. მე არ ვიბრძვი სახელისუფლებო სიკეთეებისთვის და მდგომარეობისთვის, ვიბრძვი კონკრეტულად ხვალინდელი დღისთვის და მიმაჩნია, რომ ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში ქვეყანა იქნება დაჭაობებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია გრძნობდეს ხალხის მხარდაჭერას, ვიდრე ჰქონდეს საპარლამენტო მანდატი მატერიალური სახით.

„ჩემთვის ამით არაფერი იცვლება, არც მე დამაკლდება არაფერი და არც „ქართულ ოცნებას“. ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ენერგიითა და აქტიურობით გავაგრძელებ ანტი- სახელმწიფოებრივი ელემენტის წინააღმდეგ ბრძოლას. ამჯერად, საპარლამენტო მანდატი აბსოლუტურად მორჩილი 88 დეპუტატის ხელით ჩამომართვა ივანიშვილმა, რაც ვერ გააკეთა ივნისის თვეში, მაგრამ მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ მაქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მანდატი. ამას რომ ვერ ვგრძნობდე, ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვიქნებოდი, ამიტომ ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანი არის ვგრძნობდე ხალხის მხარდაჭერას, ვიდრე მქონდეს საპარლამენტო მანდატი მატერიალური სახით. ბატონ კობახიძეს და სხვებს თუ საპარლამენტო დარბაზში ვერ ვიხილავ ფიზიკურად, ამით ვფიქრობ არაფერი პირადად და არც ჩემს მიერ წარმოებულ ბრძოლას არ დააკლდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დრო მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ხალხის დემოკრატიული ტალღა, საარჩევნო ხმის სახით, მის ხელისუფლებას ძალიან მალე წალეკავს.

„მე არ ვიბრძვი სახელისუფლებო სიკეთეებისთვის და მდგომარეობისთვის, ვიბრძვი კონკრეტულად ხვალინდელი დღისთვის და მიმაჩნია, რომ ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში ქვეყანა იქნება დაჭაობებული ძალიან დიდი ხანი, მანამ სანამ ის იქნება მართვის სადავეებთან და რეალურად აქცევს სახელმწიფოს საბჭოთა რესპუბლიკად. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაერთიანებული გარშემო აბსოლუტურად არაიდეალისტი ხალხი, ის ხალხი, ვინც უბრალოდ მერკანტილური აზროვნების არიან. მჯერა, რომ ვდგავარ ისტორიის სწორ მხარეს ათი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად და შეუძლებელია ამ დაპირისპირებაში მილიარდელმა სახელმწიფოს უზურპატორმა მოიპოვოს გამარჯვება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას პლენალურ სხდომაზე მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს