ეკა ბესელია - იურიდიულ კომიტეტში აღარ დავრჩები - „კლანმა" გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე

რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად „კლანის“ ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს „კლანის უსახური მსახური უწოდა."

„ქართულ ოცნებას" ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. "კლანმა" გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე "ქართული ოცნების" უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ. რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ - მეტი. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი.

ანრი ოხანაშვილი "კლანის" უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი არსებობს. დარჩენილ დროს მოვახმარ იმას, რომ გამოსავლის გზებზე ვიფიქრო,"- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა