თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, რადგან ნიკასი ეშინია

ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, ეს არის შურისძიება ნიკა მელიას წინააღმდეგ, რადგან ნიკასი ეშინია,- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

მან დეპუტატებს მონები უწოდა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით მათ და ნიკა მელიას ვერაფერს დააკლებენ.

"ესენი არიან მონები, ამით ნიკას და ვერც ერთ ჩვენგანს ვერაფერს დაგვაკლებენ, რადგან ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, ეს არის შურისძიება ნიკას წინააღმდეგ, რადგან ნიკასი ეშინია, იმიტომ რომ ნიკა არის მებრძოლი. ეს 88 მონა ზის პარლამენტის დარბაზში და უკვირთ რატომ ყარს პარლამენტი, იმიტომ ყარს, რომ მონებით არის დღეს პარლამენტი დაკომპლექტებული, მაგრამ ისინი ვერაფერს დააკლებენ ნიკა მელიას, რომელიც იყო და იქნება ბრძოლის ავანგარდში,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კახა ოქრიაშვილმა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ადამიანები რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, "გასვრილები არიან" და სწორედ ამიტომ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილის.

"რა უნდა გაიკეთოს ბიძინა ივანიშვილმა? დიდი დიდი დაგიტეროროს ბიზნესი, კახა ოქრუაშვილს ძალიან სერიოზული ბიზნესები აქვს. წილოსანს რისი ეშინია მაგალითად, რომ მამამისის ბიზნესებს დაესხმება თავს ბიძინა ივანიშვილი? ფაქტია, რომ ეს ადამიანებიც გასვრილები არიან, კორუფციაში არიან გარეულები, უამრავი სიბინძურე იცის ივანიშვილმა და ამით აკონტროლებს მათ,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა