კახა ოქრიაშვილი მოსამართლეების არჩევაზე - გამოვარჩიე 8 ადამიანი და მათ მივეცი ხმა - ყველას აზრი გავითვალისწინე

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერისას ეკა ბესელიას აზრი გაითვალისწინა.

დეპუტატი ამბობს, რომ კენჭისყრაზე გარკვეული რეკომენდაციები მიიღო და ამის საფუძველზე, 20- დან მხოლოდ 8 კანდიდატს დაუჭირა მხარი.

"გამოვარჩიე 8 ადამიანი და მათ მივეცი ხმა. ზამბახიძე, მიქაუტაძე და ვაჩაძე მახსოვს. რეკომენდაციები მივიღე და ეს არის აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, თანაგუნდელების, სპეციალისტების, ოპოზიციის აზრიც გავითვალისწინე, ყველას აზრი გავითვალისწინე, ეკა ბესელიას აზრიც გავითვალისწინე,"- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს