გია ვოლსკი - „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო

„ნაცსექტა“ ამ მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, მათი ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო რეიტინგებით, სასამართლო მოწინავე ადგილზეა.

"მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად გაანალიზება, თუ როდის დაუპირისპირდა ეს „ნაცსექტა“ იმ ადამიანებს, რომლებსაც პრაქტიკულად ყოველთვის მხარს უჭერდა - იმის შემდეგ, როდესაც კუბლაშვილმა ვერ მოახერხა სასამართლო მათ ჭკუაზე დაეყენებინა, ვერ მოახერხა თავიდან აეცილებინა გადაწყვეტილებები "ნაცმოძრაობის'' ლიდერების გასამართლებასთან დაკავშირებით, არ მოელოდნენ ამას და ვერ მოახერხა სასამართლო გადატრიალების მოხდენა. ამის მერე, სადღაც 2014-2015 წელს „ნაცმოძრაობა“ დაუპირისპირდა იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით მოწინავე ადგილი უკავია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, "- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა