გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ისე, როგორც ამას ვაკეთებდი დღემდე, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახლად განმწესებულ მოსამართლეებს ახალი თანამდებობა მიულოცა.

მიქაუტაძის ინფორმაციით, ის უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგება.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ. მინდა, მივულოცო ჩემს ახალ განმწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ისე, როგორც ამას ვაკეთებდი დღემდე. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სტიმულია. ერთგვარად გვაიძულებს უფრო მხნედ ვიყოთ და უფრო კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამიტომ მათიც მადლობელი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესს, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში არანაირი "კლანი" არ არსებობს. ასევე, ჟურნალისტების კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თავმჯდომარე გახდეს, მან უპასუხა, რომ ამაზე კომენტარს ახლა ვერ გააკეთებს, თუმცა თეორიული შანსი ყველას აქვს.

"ეს მომდევნო პროცესია და ამაზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თეორიულად ყველას აქვს ამის რესურსი,"- აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა