ადვოკატის ინფორმაციით, გიგი უგულავას ინციდენტის შემდეგ მხედველობის პრობლემა შეექმნა და მკურნალობას გადის​

"ევროპული საქართველოს" ბრალდებული წევრის, გიგი უგულავას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, გიგი უგულავას ინციდენტის შემდეგ მხედველობის პრობლემა შეექმნა და ის მკურნალობას გადის.

ადვოკატმა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ის საქმის მასალებს არ იცნობს და ამასთან, თუკი, მოსამართლე სხდომას ხვალისთვის გადადებდა, გიგი უგულავაც დაესწრებოდა. "გიგი უგულავა უარს არ აცხადებს საქმეში მონაწილეობაზე, მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, მხედველობის დაზიანება აქვს, მკურნალობას გადის", - განაცხადა კომახიძემ.

ადვოკატის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და განმარტა, რომ საქმის გადადება მიზანშეწონილი არ იყო.

მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა ხვალის ნაცვლად, მხოლოდ ნახევარი საათით გადადო.​

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის