მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე საქართველოს პარლამენტმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ გაჩერდეს უზენაესი სასამართლო

უზრუნველვყავით ის, რომ არ გაჩერდა, არ ჩამოიშალა უზენაესი სასამართლო და მთლიანად სახელმწიფო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მოსამართლეების ის ოპტიმალური რაოდენობა აირჩიეს , რაც ორი კოლეგიის მუშაობისთვის არის საჭირო.

რაც შეეხება კანდიდატურებს, თუ ვინ მოიზრება მთავარი პროკურორის პოსტზე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჯერ ამაზე მსჯელობა არ ჰქონიათ.

"ნაციონალური მოძრაობის" მისი სატელიტების და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დესტრუქციის ფონზე საქართველოს პარლამენტმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ გაჩერდეს უზენაესი სასამართლო და სწრაფი მართლმსაჯულება უზრუნველყოს. ჩვენ ავირჩიეთ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ორი კოლეგიის ანუ სამი პალატის მუშაობას შეუწყობს ხელს და ამით უზრუნველყავით, რომ არ გაჩერდა, არ ჩამოიშალა უზენაესი სასამართლო და მთლიანად სახელმწიფო. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ სია ჩავარდნილიყო, რაც სასამართლოს გაჩერებას ნიშნავდა. თქვენ თუ გახსოვთ, როდის გაჩნდა სიტყვა "კლანი", ეს სიტყვა გაჩნდა მაშინ, როცა საქმე ეხებოდა რუსთავი 2- ის საქმეს და ამ საქმეზე ბეჭედი დასვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ ნაცმოძრაობის, გვარამია-ყარამანაშვილების ნაწარმოები პიარი, რომელსაც ხელს უწყობდნენ NGO-ებიც, სამწუხაროდ, ასევე ზოგიერთი ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი, ამაზე საბოლოოდ თქვა სასამართლომ, რომ ეს იყო სპეკულაცია და 2 წლის განმავლობაში ნაწარმოები შავი პიარი იყო ტყუილი. იგივე პოლიტიკით მიდის დღეს სასამართლოს გაშავება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო