გიორგი ვაშაძისა და მასთან ერთად დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა დღეს დაკავებული პირების - გიორგი ვაშაძეს, ირაკლი კუპრაძეს, გიორგი ბუნტურს, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელისა და ნოდარ ბრეგაძის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადადო. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატების პოზიციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მტკიცებულებები მოეძიებინათ და წარედგინათ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6-ვე პირი ხვალამდე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს