უზენაეს სასამართლოს სტუდენტური პარლამენტის წევრები სტუმრობდნენ

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სტუდენტური პარლამენტის 40 წარმომადგენელი ესტუმრა, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელი ლია ყიფიანი, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ჩარკვიანი და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი ნინო შონია შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, სტრუქტურის, საქმეთა ელექტრონული განაწილების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრა გაიმართა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის ისტორიულ დარბაზში. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მართლმსაჯულების მუზეუმს ესტუმრნენ.

სტუდენტური პარლამენტი 2016 წელს ჩამოაყალიბეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რომელთა შორის უმეტესად არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის(თსუ), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის(სეუ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები. სტუდენტური პარლამენტის ადმინიასტრაცია ახალი უნივერსიტეტის შენობაში მდებარეობს. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კომიტეტების, განათლების, იურიდიულ საკითხთა და სხვა კომიტეტების მუშაობაში. სტუდენტური პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუდენტი, ვისაც ექნება სურვილი აქტიურად ჩაერთოს სტუდენტური პარლამენტის ცხოვრებასა და საქმიანობაში. დღეს სტუდენტური პარლამენტში გაერთიანებულია 2000 წევრი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პარლამენტის წევრებთან, იწვევენ მათ თავიანთ შტაბ-ბინაში და საკომიტეტო მუშაობაში დეპუტატებთან აქტიურად არიან ჩართულნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო