პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან მოსამართლემ ნატა ფერაძე და კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი გააძევა

პარლამენტთან დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესის დროს სასამართლო დარბაზიდან წესრიგის დარღვევისთვის ორი პირი გააძევეს.

ერთ-ერთი პირის სხდომიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქემ ფურცელზე წარწერა: "თავისუფლება ვალერის" გააკეთა და სხდომაზე დამსწრეებს აჩვენა. აღნიშნულ ქმედებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სიცილი მოჰყვა.

გარდა ამისა, მოსამართლემ ასევე წესრიგის დარღვევისთვის გააძევა სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც. მან დარბაზის დატოვებისას მოსამართლეს შუა თითი უჩვენა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს