დავით ზალკალიანი - უკრაინაში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი შედეგია დეკლარაცია, რომელიც არის ყოვლისმომცველი და განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესების რეალურ ასახვას

დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი შედეგია დეკლარაცია, რომელიც არის ყოვლისმომცველი და განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესების რეალურ ასახვას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია დიდწილად შეუწყობს ხელს სუამის ეფექტურობის გაზრდას.

„მათ შორის ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო- ენერგეტიკული კორიდორების განვითარების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივით, ხალხთაშორის ურთიერთობის, ტურიზმის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო-ინფრატსტრუქტურული პროექტების განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით განვითარება, საბაჟო სფეროებს შორის თანამშრომლობა, ტურიზმის განვითარება, პოლიტიკური თანამშრომლობა, ეს სწორედ იმ ხედვიდან გამომდინარეობს, რომელიც ჩვენ, ჩვენი თავმჯდომარეობის პირობებში იმ სტრატეგიულ დოკუმენტში წარვადგინეთ და ძალიან კარგია, რომ პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნა. ვფიქრობ, რომ ეს სუამ-ის ეფექტურობის გაზრდას დიდწილად ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო