ირაკლი ჩიქოვანი - მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ივაჭრონ სუამ-ის სახელმწიფოებმა ერთმანეთში

მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ივაჭრონ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთში.

„საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც არის ერთობლივი დეკლარაცია მთავრობის მეთაურების.

„ამ დეკლარაციაში ასახულია საერთო მიზნები, რომელიც სუამ-ს გააჩნია შემდეგი ერთი წლის განმავლობაში და ხაზი მინდა გავუსვა, რა თქმა უნდა საუბარია იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც სუამის სახელმწიფოებს აქვს, ვგულისხმობ უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ამ პრობლემების გამკლავებასთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა