ეგზიტპოლი - ბორის ჯონსონის პარტია არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს

დიდი ბრიტანეთის არჩევნებში „კონსერვატორული პარტია“, რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია, დიდი უპირატესობით იმარჯვებს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებასაც შეძლებს, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, Ipsos Mori-ს მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლის შედეგებმა აჩვენა, რომ „კონსერვატორულ პარტიას“ პარლამენტში 368 წევრი ეყოლება, რაც 50-ით მეტია იმ მანდატების რაოდენობაზე, რაც პარტიამ 2017 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად მიიღო.

„კონსერვატორების“ მთავარი კონკურენტი - „ლეიბორისტული პარტია“- პარლამენტში 191 ადგილს მოიპოვებს. რაც შეხება სხვა პარტიებს, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას (შნპ) პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება, “ლიბერალ-დემოკრატებს“ - 13, "ბრექსითის" პარტიას კი- არცერთი.

Ipsos Mori-მ BBC-ის ITV-სა და Sky News-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის ფარგლებში 144 საარჩევნო უბანზე 22,790 ამომრჩეველი გამოკითხა.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა