აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.

ფაქტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან აშშ-ის სენატს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის 1.5 მილიონი მსხვერპლისთვის ეს პატივის მიგებაა და ასევე პრევენციისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია „#აღარასოდეს!“- წერს ფაშინიანი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი სენატის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და „პოლიტიკური შოუ“ უწოდა. კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ კალინმაც და განაცხადა, რომ ანკარა ამ ნაბიჯს „მკაცრად გმობს.“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო