მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა

მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა და კიდევ 4-ის შესვლა იგეგმება. „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ექსპლუატაციაში შესული ჰიდროელექტროსადგურების შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს 6 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური სიმძლავრე 57,9 მეგავატია. ექსპლუატაციაში შესული ჰესებია: „ავანი“ ჰესი ( სიმძლავრე 3,5 მეგავატი), „სკურდიდი“ ჰესი ( 1,33 მეგავატი სიმძლავრით) , „არაგვი 2“ ჰესი (სიმძლავრე-1,95 მეგავატი) , „ორო“ ჰესი ( დადგმული სიმძლავრე 1,12 მეგავატი) , „მესტიაჭალა 1“ ჰესი (სიმძლავრე 20 მეგავატი) , „მესტიაჭალა 2“ ( სიმძლავრე 30 მეგავატი).

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წელს იგეგმება „ჭაპალა“ ჰესის, „ხელრა“ ჰესის, „იფარი“ და „თბილისის ზღვის“ ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 7,33 მეგავატია.

რაც შეეხება 2018 წელს, ექსპლუატაციაში მხოლოდ 5 ჰიდროელექტროსადგური შევიდა. ამასთან, ორი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შესული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 98,3 მეგავატია, ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა კი, 210,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო არაერთი ჰესის მშენებლობაა გაჭიანურებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, „ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად , წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა