20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი  გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების: ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომა 17 დეკემბერს, 10:15 საათზე გაიმართება.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი, დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის ვახტანგ იაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

ცნობისთვის, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.

აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს