შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა" - დახურვას დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.

მათივე ცნობით, კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგაციის წევრები და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ნინო ცაციაშვილმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირთან კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა