საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურს, ხელმოწერებისთვის სპეციალური ფორმები გადასცეს

საარჩევნო სისტემის ცვლილების მიზნით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვების მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სპეციალური ფორმები გადასცა.

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განსახორციელებლად საინიციატივო ჯგუფს 200 000 ხელმოწერა სჭირდება. როგორც უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ისინი შეეცდებიან, რომ ხალხს მაჟორიტარული სისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა.

11 კაციან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურს, ხელმოწერების შესაგროვებლად 4 თვე აქვს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა