კრწანისის ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები განთავსდებიან და მათი ფუნქცია- მოვალეობები იქნება კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველადი დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა.

„ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტოს მიმდინარე გეგმაა ტყეპარკის შეღობვის სამუშაოების განხორციელება , ტყის კორომების დეტალური ინვენტარიზაცია, სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები და მცენარეთა ჩანაცვლება. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად მოხდება „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეთა დიდი ოდენობებით ჩარგვა.

კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო