გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიებას „სარტყლისა და გზის“ 73 ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა 2015 წელს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა.

პალატა ფოკუსირებულია “ერთი სარტყელი და ერთი გზა” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე, ქმნის საერთაშორისო, შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ პლატფორმას.

დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ, აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას 82 ქვეყნიდან 218 წევრი ჰყავს და მილიონობით აფილირებული საწარმო აქვს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC -ის წევრი 2016 წელს გახდა.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტებმა ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ გახდება საინვესტიციო პლატფორმა ბიზნესისათვის და შესაძლებელს გახდის მათი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო