კახა კალაძე - ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, ფიქრობს, რომ უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა საჭირო იყო.

"ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა. საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ედავებიან. ამიტომ გამიჭირდება პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)