ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარი 2,70-თან მიახლოებულ კურსამდე გამყარდება და იანვრის შუა რიცხვებიდან კვლავ გაუფასურებას დაიწყებს

საბროკერო და აქტივების მართვის კომპანია „ველსის“ ანალიტიკოსის ნიკა შენგელიას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ლარი 2,70-თან მიახლოებულ კურსამდე გამყარდება და იანვრის 15-20 რიცხვიდან კვლავ გაუფასურებას დაიწყებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება უკავშირდება ფორვარდულ გარიგებებს, რომლებიც საფინანსო ბაზარზე მას შემდეგ დაიდო, რაც მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემის შეზღუდვა ამოქმედდა. მისივე თქმით, ლარის კურსზე სეზონურობაც მოქმედებს.

„საახალწლო პერიოდია და ემიგრანტებისგან დოლარის შემოდინება გაზრდილია ქვეყანაში. ამასთან, იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომ 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და კერძო კომერციულ ბანკებს, რომლებსაც დოლარის რესურსი ჰქონდათ საზღვარგარეთიდან მოზიდული, იძულებული იყვნენ დაეხურდავებინათ და ლარში გაეცათ სესხებად. დადებული იყო ფორვარდული გარიგებები კონკრეტული გაცვლითი კურსით, გავიდა ერთი წელი და ხდება ამ თანხების უკან დაბრუნება. ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ეკონომიკაში რამე სიახლე ნამდვილად არ გვქონია. ველოდებით, რომ ლარი უნდა გამყარდეს 2,70-2,73 ფარგლებში. ამის შემდეგ, იანვრის 15-20 რიცხვიდან, ლარი კვლავ დაიწყებს გაუფასურებას“, - აცხადებს ნიკა შენგელია.

ცნობისთვის, ლარი რამდენიმე დღეა მყარდება. დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო