კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ სუამ-ის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივი პრესკონფერენციის რუსულ ენაზე  გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ - მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სუამ-ის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად მიზანშეწონილია პრემიერის მიერ ოკუპანტი სახელმწიფოს ენაზე საუბარი, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ ამაში პრობლემური არაფერია.

„მე პრობლემას ვერ ვხედავ, იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა და პრობლემური აქ ნამდვილად არაფერია“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გუშინ დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა