თორნიკე შარაშენიძე - როგორც ჩანს, ხელისუფლებაში  გადაწყვიტეს, რომ არ აინტერესებთ, რას იტყვის ამერიკა, მთავარია, დარჩნენ ხელისუფლებაში

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ არ აინტერესებთ, რას იტყვის ამერიკა. მთავარია, დარჩნენ ხელისუფლებაში და დანარჩენი მეორეხარისხოვანია, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აშშ-ს საელჩოს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გააგრძელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება ვერ მივიდნენ.

„მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვთ. მთავარია, ხელისუფლებას ჩაებღაუჭონ, მაგრამ რა სახით, მნიშვნელობა არ აქვს. ამით, ამერიკის საელჩო რასაც ამბობს, გასაგებია და ამაზე უფრო მეტად მკვეთრი კრიტიკა და მკვეთრი ენით საუბარი დიპლომატიაში, წარმოუდგენელია. ამათ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ არ აინტერესებთ, რას იტყვის ამერიკა. მთავარია, დარჩნენ ხელისუფლებაში და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ეს აზიანებს საქართველოს. როგორც არიან, ისე თავს გადასარევად გრძნობენ, რატომ აძალებთ, რაც არ უნდათ იმის გაკეთებას?! ასე ურჩევნიათ, ყველანაირი ფასით დარჩნენ ხელისუფლებაში, დანარჩენი მეასეხარისხოვანია - რას იტყვის ამერიკა. ამერიკა იტყვის რამეს, იტყვიან, რომ „ნაცებმა“ შეაცდინეს, ევროპა იტყვის რამეს, იტყვიან, რომ ისევ „ნაცებმა“ შეაცდინეს. არაფერი იქნება, ასე გააგრძელებენ. სიმართლე გითხრათ, თუ ასე გააგრძელეს, მგონია, რომ არჩევნებამდე შეიძლება ვერ მიატანონ და ეს თვითონ ქვეყნისთვის არის ცუდი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით გუშინ გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში",-ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა