კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან „რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა“

ვინც დაამტკიცეს რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხზე განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარი სისტემის გაჯანსაღებაა.

„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ რეპუტაციულად საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად მოსამართლეებს რაც შეეხება, გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღეს და ბევრი არ დაამტკიცეს. თუმცა, მათგან ვინც დაამტკიცეს რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარია გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის, რომ იყო ერთი ადამიანი და მისი დაჯგუფება. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველაფერი იყო ეს ადამიანი”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა