ბორის ჯონსონი - „ბრექსითი“ 31 იანვარს შედგება, არანაირი "თუ", არანაირი "მაგრამ," არანაირი "შეიძლება"!

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.

„ჩვენ „ბრექსითს“ 31 იანვარს განვახორციელებთ, არანაირი "თუ", არანაირი "მაგრამ", არანაირი "შეიძლება!“-განაცხადა ჯონსონმა საპარლამენტო არჩევნების დიდი უპირატესობით მოგების შემდეგ.

მისივე თქმით, ის დღე და ღამე იმუშავებს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა გაამართლოს.

„ეს ჩემი მისია იქნება, რომელზეც დღე და ღამე ვიმუშავებ, რომ დავამტკიცო, თქვენ მართლები იყავით, როცა მხარი დამიჭირეთ“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დატოვება, ბრიტანეთს საშუალებას მისცემს „დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ კანონმდებლობაზე, საკუთარ საზღვრებზე, ფულზე, ვაჭრობაზე, საიმიგრაციო სისტემაზე“.

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბორის ჯონსონის „კონსერვატიულმა პარტიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ბრექსითის“ განხორციელება დათქმულ ვადაში, 31 ოქტომბრამდე ვერ მოახერხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა