ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ აფიორად აფასებს

პოლიტიკური აფიორა, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ამ ინიციატივას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, შესაბამისად, ვერც საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს.

„რომ ჰკითხოთ მამუკა მდინარაძეს და მის თანამოაზრეებს, უსასრულოდ უნდათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეს არის სრული ბოდვა.

ამ მაჟორიტარებით თავს იშინებენ თუ საფრთხობელას ქმნიან? არავის აქვს ამის მოლოდინი, რომ ეს ცვლილება გავა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან, იმ შემთხვევაში კი თუ მმართველი პარტია ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებს, მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო