ინდოეთის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, ჯარი შეიყვანა

ინდოეთის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მასშტაბური საპროტესტი აქციები მიმდინარეობს, ჯარი გადაისროლა და ინტერნეტი გათიშა. მედიის ცნობით, მომიტინგეებისა და საპოლიციო ძალების შეტაკების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

დემონსტრანტების ცნობით, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

ათიათასობით ადამიანი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მიგრანტებს ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მოქალაქეობა მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუსლიმები არ არიან. მოქალაქეები შიშობენ, რომ კანონი წაახალისებს ათასობით ბანგლადეშელ ინდუსს რეგიონში ჩასახლდეს, რაც იქ არსებულ ეთნიკურ სურათს შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა