გიორგი ვაშაძე - მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას მე დავარქმევდი ბჟუტურს

მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას მე დავარქმევდი აბსურდულ და სულელურ ბჟუტურს, - ასე აფასებს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმუმ 10-11 თვე დარჩა.

“ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უკიდურესად დასუსტებულია. მათ იციან, რომ წაგებული აქვთ ნებისმიერი ტიპის არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარდეს ამის შემდეგ და აქედან გამიმდინარე, ფიქრობენ, რა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ.

ეს იყო რაღაცის შესახებ ბჟუტური, რომელიც საქართველოში ვერასდროს იქნება. ეს არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება და ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება” მოუსავლეთში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან, იმ შემთხვევაში კი თუ მმართველი პარტია ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებს, მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა