ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსის მოსახლეობამ ანა დოლიძესთან ერთად თბილისის მერიასთან აქცია გამართა

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსის მოსახლეობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძესთან ერთად თბილისის მერიასთან აქცია - გადავარჩინოთ „ანას ბაღი“ გამართა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავით გოჩიტაშვილი აცხადებს, სიტუაციიდან გამოსავალი ადგილმონაცვლეობაა.

მისივე ინფორმაციით, ისინი დღეს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს უნდა შეხვდნენ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ.

„ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ შენდება 10-სართულიანი კორპუსები, ქვეშ 2 - სართული პარკირებით. შემოღობილია 1276 კვადრატული მეტრი და აქედან სულ მცირე ორი მესამედი იქნება ბეტონის შენობა. 150 კვადრატი რჩება თვითონ ამ მშენებლობას გამწვანება. ჩვენ უკვე სამი წელია ამ მშენებლობას ვაპროტესტებთ. დღეს არის 33-ე დღე. 24-საათიან რეჟიმში ვართ გადასულები, კარავი გვაქვს გაშლილი, რომ მშენებლები არ შევიდნენ ტერიტორიაზე და ეს თემა გადაიჭრას. კალაძეს შევხვდით დღეს, გამწვანების ამბავზე იყო მოსული და დავადექით თავზე. ფაქტობრივად უარი გვითხრა, რადგან მისი თქმით, კანონმდებლობა დაცულია. შემდეგ გვითხრა მერიაში 5 ადამიანი მოდით და გავისაუბროთო და ახლა ველოდებით როდის შეგვხვდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის ადგილმონაცვლეობა. ჩვენთვისაც, მშენებლებისთვისაც", -აღნიშნა გოჩიტაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, „უდიდესი პრობლემაა მწვანე სივრცის ნაკლებობა". მისივე თქმით, ქალაქში ჰაერი დაბინძურებულია, ადამიანები ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით და „სიმწვანის სტანდარტი არის ნახევარი საშუალო ევროპული სტანდარტისა".

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის