სკოლებს, ბაღებს და სპეციალიზებულ დაწესებულებებს ვალდებულება ექნებათ, რომ მასში დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაცია შსს-ს მიაწოდონ

სკოლებს, ბაღებს და სპეციალიზებულ დაწესებულებებს ვალდებულება ექნებათ, რომ მასში დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდონ.

პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპორექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. აღსანიშნავია, რომ პირველი მოსმენით დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში ჩანაწერი, დასაქმებული პირების შესახებ შსს-სთვის ინფორმაციის გადაცემის ვალდებულების თაობაზე, არ ყოფილა. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა პლენარულ სხდომაზე განხილვისას განაცხადა, სამინისტრომ ამ ცვლილებით კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინა.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სკოლაში, სპეციალიზებულ დაწესებულებაში და ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმებული იყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. ცვლილებების მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დაწესებულება ვალდებული იქნება შსს-ს ელექტრონულად მიაწოდოს დაწესებულებაში დასაქმებული პირის პერსონალური მონაცემები. კერძოდ, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის ვადაში ამოწმებს ამ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პირი ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაწესებულებას, რომელიც ვალდებული იქნება, დასაქმებულ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს