გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე ხალხს სამსახურის დაკარგვის მუქარითა და იძულებით ჩამოიყვანს

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე ხალხს სამსახურის დაკარგვის მუქარითა და იძულებით ჩამოიყვანს.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც ხვალ აქციაზე მივა, მმართველი პარტიის მხარდამჭერიც კი არაა.

„ეს არის არა ძალის, არამედ უძალობის დემონსტრაცია. ხომ ვიცით, რომ ამ ხალხს, ვიღაცას უბრალოდ კონცერტზე წამოიყვანენ და სხვებს სამსახურის დაკარგვით დაემუქრებიან, სხვა გზა არ აქვთ, ამ ხალხს იძულებით ჩამოიყვანენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხმასაც არ აძლევს მათ, არათუ მათი თავგადაკლული მხარდამჭერები არიან. „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ჰყავს მხარდამჭერები, ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ამ ფორმით ხალხთან მოპყრობა არის ნიშანი, ძალის დემონსტრირება“,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ამ შეკრებაზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით საზეიმო კვირეული შეჯამდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს