გიორგი გახარიამ და ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც ორივე სახელმწიფოსთვის კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს.

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების გადალახვაზე და წარმატების მიღწევაზე ორი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

პირისპირ აუდიენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულებისთანავე, გიორგი გახარიამ და ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე. სტრატეგიული საბჭოს საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას - პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვა-უსაფრთხოებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულს. თითოეული მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც ორმხრივი ყოვლისმომცველი დიალოგის მაღალ დონეზე წარმართვას უზრუნველყოფს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეთანხმების უმაღლეს დონეზე ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი სახელმწიფოს მზაობას, ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა