ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, რომელმაც საქართველოში მუშაობა დაასრულა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მუშაობა დაასრულა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში.

ვახტანგ გომელაურმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობა და ერიკ ჰოგს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - აღნიშნავენ შსს-ში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს