გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართება

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საჯარო კონსულტაციაზე საუბარი გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს შეეხება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც შაბათს, 14 დეკემბერს, 10:00 საათზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში ჩატარდება, ერთობლივად გაუძღვებიან დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამოქალაქო პლატფორმის წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

საჯარო კონსულტაციას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრებიან. ასევე, მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ითვალისწინებს ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას და ამ პროცესში მოქალაქეთა ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნით, დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს