გიგი უგულავა - ხან „ტიტუშკებს“ მოგვიგზავნიან, ხან - „კლიტუშკებს“ -  საქართველოში ბოლომდე გაფორმდა ყროლი მოსამართლეების კორპუსი

საქართველოში ბოლომდე გაფორმდა ყროლი მოსამართლეების კორპუსი, რომელიც პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მხარდაჭერას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასეთი ცინიკური მართლმსაჯულება არასდროს ჰქონია საქართველოს, არც ერთ ეპოქაში.

„ცინიკურია მართლმსაჯულება, როდესაც მაგალითად, ვალერიანე ფილიშვილი „ნორჩი სტახანოველივით“ ასმეოცე ადამიანს მსჯავრს დებს და ციხეში უშვებს, თითქოს სხვა მოსამართლე არ შეიძლება იყოს, ან პარალელურად არ შეიძლება განიხილოს. ეს არის წვრილმანი სადიზმი, რაც დამახასიათებელია ივანიშვილის რეჟიმისთვის. ამავე დროს, ცინიზმია მართლსაჯულებასთან მიმართებაში, რადგან ყოველ დღე ახალ სიმაღლეებს ვხედავთ, თუ როგორი ცინიკურია. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით ძალიან სიმბოლური იყო ამ მართლმსაჯულების დახასიათებისთვის გუშინდელი დღე, საქართველოში ბოლომდე გაფორმდა ყროლი მოსამართლეების კორპუსი, რომელიც პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ისაუბრა თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზეც და ასევე გიორგი ვაშაძის დაკავების ფაქტზე. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური შურისძიება.

"ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, ვიღაც მოვხვდებით ციხეში, ვიღაცას პასპორტს ჩამოართმევენ, ხან „ტიტუშკებს“ მოგიგზავნიან, ხან - „კლიტუშკებს“, ხან ასეთ ძიუდოისტებს, რომლებსაც თურმე იქეთ ჩვენ ვცემთ. საოცარი რეჟიმი აქვს ივანიშვილს. ის მზად არის ერთი მხრივ, იყოს მოძალადე, რადგან ძიუდოისტის მოგზავნა სხვა არაფერი იყო, მაგრამ ამავე დროს სისტემა თავს აჩვენებს მოქლაქეებს, რომ თითქოს ის არის მსხვერპლი და აქედან გამოვიდა, რომ მე ვცემე ბატონი ძიუდოისტი. თავისთავად სასაცილო ისტორიაა. კი, ბატონო. თუ ასე უნდა ივანიშვილის რეჟიმს იყოს გალახული, ის არის გალახული და ამ კუთხით, ნამდვილად მე ვცემე მოძალადე, რომელიც თავს დამესხა. ასე მოვექცევით ყველა მოძალადეს, რომელიც თავს დაგვესხმევა და ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან პროტესტს ასეთი ძალადობრივი ფორმებით შეეცდება დაუპირისპირდეს" , - განაცხადა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს