სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების“ თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე გამოძიების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და გამოძიების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ,,სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებაზე“ ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, გამომძიებელთა ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელმა სამხერთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვმა გახსნეს. მომხსენებლებმა აღნიშნული მიმართულებით გამომძიებელთა გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სწავლება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის მიერ არის ორგანიზებული. ტრენინგს ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი და გიორგი ჩხეიძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ელემენტები, აღნიშნული სახის დანაშაულის მოწმეებთან და დაზარალებულებთან მუშაობის სპეციფიკა, მტკიცებულებების შეგროვებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა