პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების საქმეზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან ლ.ს.-ს მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვანი ლ.ს.-ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. საია-ს შეფასებით, მიზეზი სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა