ზაზა გაბუნია - ჩვენ დღეს ვამტკიცებთ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ,,საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ მხარი დაუჭირეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასესხო შეთანხმება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო კონსულტაციები აზიის განვითარების ბანკთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის დასაფინანსებლად, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი მზადაა საქართველოს გამოუყოს სესხი 255,100,000 ევროს ოდენობით.

მომხსენებლის განცხადებით, რიკოთიდან ზესტაფონის მიმართულებით, სამ ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, დაწყებულია სამუშაოები და მეოთხე მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც დარჩენილი იყო საქართველოს მთავრობის 2019წ 26 ნოემბრის N2438 განკარგულების და 2019 წ 26 ნოემბრის N489 პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი).

მაგისტრალის სიგრძეა 15 კილომეტრი, რომელზეც 15 ხიდი და 14 გვირაბი აშენდება. სესხის მოცულობაა 255,100,000 ევრო, სესხის ხანგრძლივობაა - 26 წელი, შეღავათიანი პერიოდი 11 წელი. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2015 წლის 30 ივნისი.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პროექტის ინფრასტრუქტურულ ნაწილთან დაკავშირებით კი განმარტებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გააკეთა.

როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, „ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დიდი და ამბიციური სამშენებლო და საგზაო მაგისტრალური სამუშაოებისა“.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დიდი და ამბიციური სამშენებლო და საგზაო მაგისტრალური სამუშაოებისა, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ, დღეს მხარი დავუჭირეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა