გიორგი ვაშაძე - ვინც არ უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და გენერალურ პროკურორად, ეს იქნება დროებითი, მაქსიმუმ 10-11 თვით

ვინც არ უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და გენერალურ პროკურორად, ეს იქნება დროებითი, მაქსიმუმ 10-11 თვით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი „ქართული ოცნება“ დამარცხდება, მყისიერად გამოიცვლება ორივე კანდიდატურა.

„სრულიად სხვა ტიპის სასამართლო და პროკურატურა უნდა ავაწყოთ. ყველას, ვისაც პოლიტიკასთან შეხება ჰქონია, უნდა აეკრძალოთ მათ პროკურორის პოზიციაზე გამწესება. გუშინდელი დღე იყო საქართველოს ისტორიის სირცხვილი, სწორედ იმ ფეკალიების სუნი აუვიდა „ქართულ ოცნებას“, რომელი ფეკალიებითაც ყარდა საპარლამენტო დარბაზი და ამ ფეკალიებით ამყრალებულ „ოცნებას“, ჭკუას ვერ მოვკითხავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო