ირაკლი კობახიძე - განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

ბუნებრივია, ჰაერზე არ ვაკეთებთ განცხადებებს, გვაქვს გარკვეული გათვლები, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, როგორ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, როცა მათ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და არც 100 ხმა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე მხოლოდ გუნდში იმსჯელეს და არ აკონკრეტებს, ვისთან შეიძლება ჰქონდეთ კიდევ კონსულტაციები.

„არაფერი გასასაიდუმლოებელი და ფარული ამაში არ არის, უბრალოდ კონსულტაციები გრძელდება და სჯობს, თავი შევიკავოთ ამ ინფორმაციის გავრცელებისგან,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელზეც საუბრობენ, „ვადამდელი არჩევნების ჩატარების ცდუნებას" გამორიცხავს.

„შეიძლება იყოს ცდუნება იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მუდმივი საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. იმისათვის, რომ ეს ცდუნება არ დარჩეს, უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო მექანიზმი. მივედით შეთანხმებამდე იმ დეპუტატებთან, რომლებმაც დააყენეს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა, შევჯერდით, რომ ისინი მოხსნიან ამ ინიციატივას იმ პირობით, რომ შემუშავდება მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს დესტაბილიზაციას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა